მთავაი · სტატიები · ფორუმი · English Version 27/06/2017 09:13

მენიუ
მთავაი
კონცეფცია
კათედრები
სტატიები
ფორუმი
კონტაქტი
გალერეა
შემოქმედება
განათლების ახალი ტექნოლოგიები
bs-i.net პროექტის პრეზენტაცია
effe - www.effe-eu.org

გაკვეთილების ცხრილი
შეიტანეთ კლასის იდენტიფიკატორი


მოსწავლის მოსწრება
შეიტანეთ კოდი


უკანასკნელი 10 სურათი
ფცქიალაძე საბა. IV კლასი.

მელითაური დემნა. IV კლასი.

ჩერქეზიშვილი მარი. III კლასი.

ფცქიალაძე საბა. IV კლასი.

წიკლაური თამუნა. III კლასი.

ყველაშვილი ციკო. VI კლასი.

მინდიაშვილი ელენე. I კლასი.

ორაშვილი მარი. I კლასი.

ბარიშვილი მარი. VI კლასი.

ყველაშვილი ციკო. VI კლასი.

მომხმარებლები საიტზე
სტუმრები საიტზე: 4
არ არის წევრი საიტზე

რეგისტრირებული წევრები: 65,535
ახალი წევრი: Siiwakynq

,,წლის საუკეტესო ისტორიის მცოდნე” .
    გორის სკოლა ,,ინტელექტში” V კლასში ჩატარდა პედაგოგ ლია ლურსმანაშვილის ხელმძღვანელობით კონკურსი სახელწოდებით ,,წლის საუკეტესო ისტორიის მცოდნე” .
    კონკურსი გაიმართა სამ ეტაპად, სადაც მოსწავლეებმა გამოავლინეს საკუთარი ცოდნა და საქართველოს ისტორიის სიყვარული.


























    პირველ ეტაპზე მოსწავლეებს მიეცათ საშუალება დამოუკიდებლად ემუშავად, მოეძიებინათ სხვადასხვა ისტორიული წყაროები და დაეწერათ თემა სახელწოდებით ,,საქართველოს მეფეები”.
    მეორე ეტაპი იყო სახელწოდებით ისტორიული კროსვორდი. ეს დავალება კი მოსწავლეებს საშუალებას აძლევდა კიდევ უფრო გაეღრმავებინათ საკუთარი ცოდნა.
    დასკვნითი კონკურსი მიზნად ისახავდა გამოვლენილიყო საუკეთესო ისტორიის მცოდნე, რომელიც ჩატარდა 2008 წლის 16 ივნისს. მომზადებული იყო 100 კითხვა. მონაწილეობდა სამი გამარჯვებული მოსწავლე: ვასიკო მჭედლიშვილი, სოფიო სრესელი, როი გოგიაშვილი.
     კონკურსის პირობებით თითოეულ ბავშვს ჰქონდა სამი საპატიო კითხვა, ხოლო მეორე კითხვის პასუხის შეცდომით გაცემის შემთხვევაში მოსწავლე ეთიშებოდა კონკურსს.
    მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სკოლა ,,ინტელექტის” მიერ დაწესებული სიგელებით, კლასის მიერ შერჩეული საჩუქრებით, აგრეთვე გორის უნივერსიტეტმა დააწესა სხვადასხვა საჩუქარი საუკეთესო მოსწავლეთათვის, ხოლო კლასის დამრიგებელმა ფულადი ჯილდო ერთი თვის ხელფასი, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს მოსწავლეთა მოტივაცია.






















































     გამარჯვებულმა გამოთქვა საკუთარი აზრი:
,,მე ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა ისტორიული ამბები და როგორც იქნა მეხუთე კლასიდან შევუდექით ჩვენი ქვეყნის წარსულის შესწავლას.
    მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ლიკა მასწავლებელს ასეთი საინტერესო პროექტისათვის. ძალიან მიხარია, რომ მე გავიმარჯვე ამ კონკურსში და ვეცდები შემდგომშიც ბევრი ვიკითხო და გავიღრმავო ცოდნა. ასევე მადლობას ვუხდი სკოლა ,,ინტელექტს” რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას რომ ვისწავლოთ და ჩამოვყალიბდეთ კარგ და განათლებულ ადამიანებად.”
ვასიკო მჭედლიშვილი

    თვითოეულმა მოსწავლემ კი დიდი სიყვარულითა და აღტაცებით მიულოცა წარმატებულ თანაკლასელს:

,,ვასიკო გილოცავ კონკურსში გამარჯვებას და ეს წარმატება საფუძველი ყოფილიყვეს შენი მომავალი გამარჯვებებისა. კეთილი სურვილებით”.
ნანუკი რჩეულიშვილი

,,ვასიკო გილოცავ გამარჯვებას. მე თავიდანვე ვიცოდი რომ გაიმარჯვებდი. რადგან შენ მთელი სასწავლო წელი გულმოდგინედ სწავლობდი. გისურვებ წარმატებებს”.
გაგი საური

,,ვასო მე შენზე მეტად ვარ გახარებული. ძალიან გამიხარდა შენი გამარჯვება. გილოცავ სულ გამარჯვებული იყავი”.
სანდრო სუხიტაშვილი


     პროექტი მიზნად ისახავს, რომ მოსწავლეებმა დამოუკიდებლად მოიძიონ წყაროები, იმსჯელონ, იაზროვნონ სწრაფად და კიდევ უფრო დიდი ინტერესი გამოავლინონ მომავალი წლიდან საქართველოს ისტორიისადმი.




























    პროექტი უდაოდ ინოვაციური იყო პედაგოგ ლიკა ლურსმანაშვილისაგან. მოტივაცია - წლის საუკეტესო ისტორიკოსი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ კონკურსმა საკმაოდ აზარტული სახე მიიღო. არავინ, მათ შორის დირექციამაც, არაფერი ვიცოდით რომ კონკურსის ბოლოს აუარებელი სიურპრიზი გველოდა.
    ვასილმა დამსახურებულად მიიღო ,,საუკეთესო ისტორიის მცოდნის” ტიტული. არ გამკვირვებია მისი გამარჯვება. მე ხომ საბავშვო ბაღიდან ვზრდი ვასილს და მისი წარმატებების მოლოდინი საკმაოდ დიდი მაქვს.
    პედაგოგმა ლიკა ლურსმანაშვილმა დააწესა აუარებელი პრიზი. მათ შორის გაჟღერდა პირადი - პედაგოგ ლიკა ლურსმანაშვილის პრიზი: ,,ჩემი ერთი თვის ხელფასი გადაეცემა გამარჯვებულს - ვასილ მჭედლიშვილს” ემოციებსა და აღფრთოვანებას ყველა გამოხატავდა რადგან მოტივაცია სწავლის მიმართ ერთ წუთში იმდენად გაიზარდა, რომ, ვფიქრობ მომავალი სასწავლო წლის შედეგები საუკეთესო იქნება.
    ჩემო ვასილ, მინდა მადლობა გადაგიხადო შენი არაჩვეულებრივი ნიჭის გამოვლენისათვის. შენ მე ენერგია და საზაფხულო საგზალი მომეცი. შენი პირველი შრომის გასამრჯელო, რომელიც განათლებითა და ლიკა მასწავლებლის ინოვაციით მოიპოვე შენი ცხოვრების წარმატებების მეგზური ყოფილიყოს.
    მადლობა ლიკა მასწავლებელო, უმრავლოს თქვენნაირი პედაგოგები სკოლა ,,ინტელექტს” და სრულიად საქართველოს. მადლობა ვასილ, შენს ბიოლოგიურ მასწავლებელს უნიჭიერეს ქალბატონს მარიკა ლონგურაშვილს. შენ გამარჯვება იმ სიტყვებშიც გეკუთვნოდა, რომელიც კონკურსის დამთავრებისას წარმოსთქვი: ,,დედა, ეს გამარჯვება შენ მოგიძღვენი”
     გაიხარე, ვასილ ძალიან მიყვარხარ.
        სკოლა ,,ინტელექტის” დამფუძნებელი ლ. ბაიაძე


    ეს დღე ძალიან ბედნიერია ჩემთვის. გული სავსეა სიხარულით, ეს კი ვასიკოს დამსახურებაა. ის ძალიან შრომისმოყვარე, ბეჯითი ბავშვია, გულმოდგინედ ემზადებოდა ამ კონკურსისათვის და წარმატებასაც დამსახურებულად მიაღწია.
     მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ლიკა მასწავლებელს ამ საინტერესო იდეისათვის, ვფიქრობ, ასეთი პროექტები ხელს შეუწყობს ბავშვების მოტივაციის გაზრდას და მომავალი წლიდან მოსწავლეები უფრო დიდი ინტერესით შეუდგებიან ისტორიის შესწავლას, აგრეთვე მადლობას ვუხდი V კლასს, იმისათვის, რომ გამოირჩევიან შრომისმოყვარეობით, ინტერესით, გულმოდგინებით და ამის თვალსაჩინო შედეგია დღევანდელი დღეც.
    ვფიქრობ, ვასიკოს ეს გამარჯვება საწინდარი იქნება მისი მომავალი წარმატებებისა და ის მრავალჯერ ასახელებს საკუთარ ოჯახსა და მშობლიურ სკოლას.
          დედა - მ.ლონგურაშვილი




შესვლა

3,166,160 ვიზიტი