სკოლა ”ინტელექტი” სტუმრად მწერალთან
შემოსულია: admin, 16/04/2008 21:53:14
     2004 წლის 25 ოქტომბერს, როდესაც სკოლა ,,ინტელექტის“ პირველკლასელები ანბანის სამყაროში შესვლას ზეიმობდნენ, მიიღეს მისალოცი, სადაც ეწერა:

ახალი ამბები ვრცლად

     2004 წლის 25 ოქტომბერს, როდესაც სკოლა ,,ინტელექტის“ პირველკლასელები ანბანის სამყაროში შესვლას ზეიმობდნენ, მიიღეს მისალოცი, სადაც ეწერა:
     ,, ჩემო პატარა მეგობრებო, თქვენ უკვე დგახართ ცოდნის, განათლების პირველ საფეხურზე. მინდა ეგ საფეხური მყარი და გამძლე იყოს, რათა მომავალში აღმასვლა არ გაგიჭირდეთ.
    დაეწაფეთ დედაენის ცინცხალ წყაროს. გახსოვდეთ, უპირველესად მშობლიური ენაა თქვენი საიმედო და უღალატო მეგზური“.
     ამ ლამაზი და თბილი სიტყვების ავტორი გახლდათ ჩვენი თანამოქალაქე, მწერალი და პოეტი ვანო ჩხიკვაძე. დღეს კი იგი ჩვენი მასპინძელია.
    ბავშვები მოუთმენლად ელოდნენ პოეტის გაცნობას. სადარბაზოს კიბეებზე ასვლისას გიორგიმ გამიმხილა, რომ გული უფანცქალებდა. თურმე, ბავშვობაში ბატონ ვანოსაც ასე ემართებოდა ცნობილ პოეტებთან შეხვედრისას.
    ძია ვანოც გველოდა. მისმა გულთბილმა მიღებამ, სასიამოვნო და საინტერესო საუბარმა, სასარგებლო რჩევებმა უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ბავშვებზე. უპასუხა მათთვის საინტერესო კითხვებს, მოგვიყვა თავის მშობლიურ სოფელზე, თავის ბავშვობაზე, დიდედაზე, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა მის ცხოვრებაში. გვაჩვენა სხვადასხვა კონკურსებში მიღებული ჯილდოები:კვალი, დიოგენე, საბა, წერო.
     ძია ვანო დაგვპირდა, რომ შემდეგში თავად იქნება ჩვენი სტუმარი. ამ დღესაც მოუთმენლად დაველოდებით.

     IV კლასი