სკოლა ”ინტელექტი” სტუმრობა ეთნოგრაფიულ მუზეუმში
შემოსულია: admin, 10/06/2008 16:26:31
    გორის სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს სკოლა ,,ინტელექტის” VII კლასი ეწვია 2008 წლის 9 ივნისს.

ახალი ამბები ვრცლად
    გორის სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს სკოლა ,,ინტელექტის” VII კლასი ეწვია 2008 წლის 9 ივნისს.
     ექსპონატების დათვალიერება დავიწყეთ არქეოლოგიური დარბაზიდან, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო 1938 წელს სოფელ ტყვიავის შემოგარენში აღმოჩენილმა ყორღანულმა სამარხმა, მიწათმოქმედების, მესაქონლეობისა და ლითონწარმოების ამსახველმა მასალამ. მოსწავლეები დიდი ინტერესით ეცნობოდნენ უძველეს სამკაულებსა და თიხი საგვარეულო ბეჭდებს - პინტარებს.
    უნიკალური ექსპონატების დაცული XIX-XX საუკუნის ქალაქური ყოფის ამსახველ სამივე დარბაზში. მოსწავლეები აღტაცებაში მოიყვანა სახალხო სანახაობების ამსახველმა მასალამ, ძველმა ხალიჩებმა, მინის ჭურჭელმა, ილიასეულმა ფირუზმა, მზითვის სკივრმა და კედლის მხატვრობის ნიმუშებმა.
    სულ მუზეუმში დაცულია 48000 მეტი ექსპონატი. მუზეუმის დათვალიერებით განცდილი სიამოვნება დავაფიქსირეთ ,,შთაბეჭდილებათა წიგნში”.