სკოლა ”ინტელექტი” საერთაშორისო კონფერენცია გერმანიაში
შემოსულია: admin, 02/07/2009 11:17:12
    12-14 ივნისს გერმანიაში ქ.ვიტენში effe -ის ფარგლებში (ევროპის ფორუმი თავისუფლება განათლებაში) 33-ე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა თემაზე: ,,კრეატიულობა საგანმანათლებლო სივრცეში’’.
ახალი ამბები ვრცლად
    12-14 ივნისს გერმანიაში ქ.ვიტენში effe -ის ფარგლებში (ევროპის ფორუმი თავისუფლება განათლებაში) 33-ე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა თემაზე: ,,კრეატიულობა საგანმანათლებლო სივრცეში’’. კონფერენციას ესწრებოდა 30- მდე ქვეყნის 76 წარმომადგენელი. კონფერენციაზე სპეციალური მიწვევით იმყოფებოდა გორის უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი ლალი ბაიაძე სამეცნიერო შრომებით (,,XXI საუკუნის სკოლა’’, ,,კრეატიული მასწავლებელი’’, ,,სიახლე 2009 წლის ევროპული შემოქმედების პოტენციალის განვითარებისათვის’’ ).
2009-2010 სასწავლო წლიდან გორის უნივერსიტეტი ითანამშრომლებს effe- სთან, მოეწყობა გაცვლითი პროგრამები და ტრენინგ - სემინარები, როგორც სტუდენტებისათვის, ასევე ლექტორ-მასწავლებლებისათვის.