მთავაი · სტატიები · ფორუმი · English Version 27/06/2017 09:09

მენიუ
მთავაი
კონცეფცია
კათედრები
სტატიები
ფორუმი
კონტაქტი
გალერეა
შემოქმედება
განათლების ახალი ტექნოლოგიები
bs-i.net პროექტის პრეზენტაცია
effe - www.effe-eu.org

გაკვეთილების ცხრილი
შეიტანეთ კლასის იდენტიფიკატორი


მოსწავლის მოსწრება
შეიტანეთ კოდი


უკანასკნელი 10 სურათი
ფცქიალაძე საბა. IV კლასი.

მელითაური დემნა. IV კლასი.

ჩერქეზიშვილი მარი. III კლასი.

ფცქიალაძე საბა. IV კლასი.

წიკლაური თამუნა. III კლასი.

ყველაშვილი ციკო. VI კლასი.

მინდიაშვილი ელენე. I კლასი.

ორაშვილი მარი. I კლასი.

ბარიშვილი მარი. VI კლასი.

ყველაშვილი ციკო. VI კლასი.

მომხმარებლები საიტზე
სტუმრები საიტზე: 4
არ არის წევრი საიტზე

რეგისტრირებული წევრები: 65,535
ახალი წევრი: Siiwakynq

კონცეფცია
ქ.გორის არასახელმწიფო საერო უცხო ენის გაღრმავებული სწავლების
ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა „ინტელექტის“

კ ო ნ ც ე ფ ც ი ა

   სკოლა ფუნქციონირებს 1999 წლის 4 ოქტომბრიდან ქ. გორში თოიძის ქ. N2.
სკოლის დამფუძნებელი – ლალი ბაიაძე, ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოც/პროფესორი.
დირექტორი - დარეჯან ბაიაძე.
მენეჯერი - მერაბ გოხელაშვილი.
დირექტორის მოადგილე -მზია გიგაური.
საინფორმაციო მენეჯერი - მაია კილიშვილი.
სკოლის სლოგანი - „ საქართველოს ხსნა სკოლაშია! “ .
სკოლის სიმბოლოა - ვაზი.
სკოლას აქვს - დროშა და ჰიმნი.
სკოლის ძირითადი მიზანია - „ სკოლა იქცეს სიხარულის სახლად “.

     სკოლის შინაარსი :
• სკოლა „ ინტელექტის “ შინაგანაწესი
• პედაგოგთა ვალდებულება
• კლასის ხელმძღვანელთა მოვალეობანი
• მოსწავლის ფიცი

     სწავლებისა და სწავლის ახალი მიდგომები :
• ტრადიციულ მეთოდებთან ერთად ელექტრონული სწავლების უახლესი მეთოდების გამოყენება
• კომპიუტერული ტექნიკის უზრუნველყოფა
• სკოლის მონაცემთა ბაზის ელ. ვარიანტის სრულყოფა
• მასწავლებლების და მოსწავლეების მიერ სასწავლო დისკების შექმნა, ცალკეული საგნების მიხედვით
• დისტანციური სწავლების დახვეწა

     ეფექტიანი სასწავლო გარემო :
• საგანმანათლებლო რესურსების მრავალფეროვნება, საკლასო ოთახებში, კაბინეტებსა და სკოლის დერეფანში
• სასწავლო პროცესში სასკოლო ბიბლიოთეკის გამოყენება (წიგნები, ვიდეო-კასეტები, დისკები, ფოტო მასალა    და სხვ.)

     სასწავლო პროცესი :
• სწავლებისას კრეატიული აზროვნებისა და მოსწავლეთა პიროვნული ღირსებების განვითარება
• ცოდნის აკადემიური დონის მიღწევა
• სავალდებულო და დამატებითი საგნების სწავლება
• გუნდური და ინდივიდუალური მუშაობა
• მოსწავლეთა ცოდნის შემოწმების ვარიაციული მეთოდი, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს მოსწავლის    ინდივიდუალურ თავისებურებებს , იცავს ბავშვთა უფლებებს
• მოსწავლეთა ცოდნის მრავალკომპონენტიანი შეფასება 10 ქულიანი სისტემით
• ცალკეულ საგანთა შეფასების კრიტერიუმები
• სწავლების დონეები : მაღალი, საშუალო, დამაკმაყოფილებელი, სუსტი

სკოლა „ინტელექტის“ შინაგანაწესი

1. 2007-2008 სასწავლო წელი სკოლა „ინტელექტში“ იწყება 18 სექტემბრიდან და მთავრდება 25 ივნისს. 1 ივნისიდან ტესტირება.
2. არდადეგები: საშობაო და სააღდგომო.
3. სკოლის დღის რეჟიმი იწყება 9 საათიდან და გრძელდება 15-00 საათამდე. ზამთრის სეზონზე შეიძლება მოხდეს ცვლილება.
4. სკოლის მოსწავლის ფორმა: თეთრი და შავი ზედა და ქვედა, პულოვერი ემბლემით - ფერი საფეხურის (I-II-III) მიხედვით. 5. კლასში მოსწავლეთა რაოდენობა 18-20.
6. სკოლაში მოსულ მოსწავლეს ითხოვს მხოლოდ დირექცია.
7. სისტემურად გამცდენი მოსწავლე, რომელიც არ წარმოადგენს გაცდენის მიზეზს ტოვებს სკოლას.
8. სკოლაში ძირითადად სწავლობენ მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები.
9. ძალაშია გამოკითხვის ვარიაციული მეთოდი მრავალკომპონენტიანი შეფასებით.
10. დღეები დაყოფილია ახსნის და გამოკითხვის გაკვეთილებად.
11. მოსწავლეს თვეში უწევს 4, 5 ნიშნის მიღება ერთ საგანში.
12. თვის ბოლოს მოსწავლეთა ცოდნის შეფასება მოხდება ტესტირებით. დამკვირვებლის მეთვალყურეობით.
13. ყოველი თვის 5 რიცხვამდე კლასებში მოსწავლეები თვალსაჩინოდ გაეცნობიან წინა თვის შედეგებს.
14. თითოეულ მოსწავლეს ექნება შეფასების საცავი, სადაც განთავსებული იქნება ყველა საგნის ცოდნის შემოწმების დამადასტურებელი საქმე. შენიშვნა მოსწავლის მიმართ. გაცდენილი დღეების დოკუმენტაცია. მშობლის მიერ წამოყენებული წინადადება, შენიშვნა, თხოვნა.
15. ყველა პედაგოგს ევალება საგნის სწავლებისას გამოიყენოს კომპიუტერი, რომელიც სწავლის პროცესს დახვეწავს, მისცემს მოსწავლეს თანამედროვე ხედვის საშუალებას, საგნის წვდომის უნარს, წარმოდგენას განათლების ახალ ტექნოლოგიაზე. მოსწავლე და მასწავლებელი ერთად ქმნიან სასწავლო დისკებს.
16. ყველა პედაგოგს სკოლის მონაცემთა ბაზაში (ელექტრონული ვერსია) შეაქვს ნიშანი კვირის ბოლოს.მოსწავლეს ეძლევა შანსი კვირის ბოლოს გადააბაროს ნებისმიერი საგანი მაღალ ქულაზე.
17. მშობელს საშუალება ეძლევა ინტერნეტით გაეცნოს სკოლის მუშაობას, გაკვეთილების ცხრილს და თავისი შვილის შეფასებას.
18. ინგლისური ენისა და მათემატიკის სწავლება მოხდება გაძლიერებული პროგრამით ყველა კლასში.
19. მშობლებს ვთხოვთ დააწესონ კონტროლი სკოლაზე. შეამოწმონ შვილის აკადემიური მოსწრება. გაკვეთილებზე დასწრებით გააკეთონ დასკვნა-როგორ გაკვეთილებს ატარებენ ჩვენი პედაგოგები და როგორ პასუხობენ მათი შვილები.
20. მშობელთა კრება ტარდება ყველა კლასში ცალ-ცალკე ერთ დღეს. ყოველი თვის მეორე ოთხშაბათს.
21. სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის დღე წელიწადში 2-ჯერ. (IX კლასის ხელმძღვანელობით).
22. დაზიანებულ ინვენტარს აანაზღაურებს მოსწავლე.
23. სწავლის გადასახადი სემესტრული. გადახდა მოხდება ვითიბი ბანკ ჯორჯიაში. სკოლის ანგარიშზე.
24. სტიპენდია დაენიშნება საუკეთესო მოსწავლესა და წარჩინებულ სტუდენტ კურსდამთავრებულს.
25. სკოლას ემსახურება ავტობუსი.

შესვლა

3,166,138 ვიზიტი