მთავაი · სტატიები · ფორუმი · English Version 18/12/2017 12:59

მენიუ
მთავაი
კონცეფცია
კათედრები
სტატიები
ფორუმი
კონტაქტი
გალერეა
შემოქმედება
განათლების ახალი ტექნოლოგიები
bs-i.net პროექტის პრეზენტაცია
effe - www.effe-eu.org

გაკვეთილების ცხრილი
შეიტანეთ კლასის იდენტიფიკატორი


მოსწავლის მოსწრება
შეიტანეთ კოდი


უკანასკნელი 10 სურათი
ფცქიალაძე საბა. IV კლასი.

მელითაური დემნა. IV კლასი.

ჩერქეზიშვილი მარი. III კლასი.

ფცქიალაძე საბა. IV კლასი.

წიკლაური თამუნა. III კლასი.

ყველაშვილი ციკო. VI კლასი.

მინდიაშვილი ელენე. I კლასი.

ორაშვილი მარი. I კლასი.

ბარიშვილი მარი. VI კლასი.

ყველაშვილი ციკო. VI კლასი.

მომხმარებლები საიტზე
სტუმრები საიტზე: 1
არ არის წევრი საიტზე

რეგისტრირებული წევრები: 65,535
ახალი წევრი: Siiwakynq

განათლების ახალი ტექნოლოგიები
                ქართული ანბანის ელექტრონული ვერსია,
                                        როგორც განათლების ახალი ტექნოლოგია
                                                                (თვითმასწავლებელი სკოლამდელთათვის)

       კომპიუტერული ტექნიკა განათლების პროგრესული რეფორმის საშუალებაა, რომელიც სწავლებისა და სწავლის პრინციპებს უფრო მზარდი განვითარების საშუალებას აძლევს.
        რეფორმამ განათლების სისტემა ახლებურად დაგვენახა, გაკვეთილის წარმართვის მეთოდი, რომელიც ფორმულით ასე გამოვხატე მეთოდი + ალტერნატივა =&n , ვფიქრობ სკოლის ქმედითუნარიანობას გააუმჯობესებს. გაკვეთილის ჩატარების თეორიული მასალა არ უნდა არსებობდეს. მეთოდს ქმნის კლასი (პედაგოგი, მოსწავლე), საგანთან და თემატიკასთან მიმართებაში. გაკვეთილის წარმართვის ტექნილოგია დამოკიდებულია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საფეხურებზე (I-II-III), ხოლო მისი ხარისხი, გაკვეთილის წარმართვის ტექნოლოგიასა და ოჯახზე, რომელსაც მე ბიოლოგიური სკოლა ვუწოდე, რადგან დედა, რპგპრც ბიოლოგიური აღმზრდელი, პედაგოგის კლასიკური მოდელია.
        სწავლა ისეთი ფორმაა აქტივობისა, რომელსაც გარე მოთხოვნილების იმპულსი როდი აღძრავს. ამ როლს თამაშის მსგავსად, ფუნქციონალური ტენდენცია უნდა ასრულებდეს ეს კი იმას ნიშნავს, რომ სწავლაში აქტივობისათვის აუცილებელი საგანი, სუბიექტს არა გარედან და იძულებით ეძლევა, არამედ შინაგანად, სამოქმედოდ განწყობილი ძალების შესატყვისად და თავისუფლად. ეს მოსაზრება კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმ აზრს, თითქოს სწავლა და თამაში ერთი და იგივე იყოს. ყოველ შემთხვევაში, სწავლა ქცევის ისეთივე ინტროგენული ფორმა უნდა იყოს, როგორც თამაში. ნამდვილად კი ეს ასე არ არის. სწავლა ყოველთვის გულისხმობს რაღაცას, რაც ისწავლება. იგი თვით ცნების შინაარსში შეიცავს რაღაც გარეგანის იდეას, რომელიც მოსწავლეს სწორედ გარედან ეძლევა და არა მისი ძალების თავისუფალი იმპულსის ნიადაგზე აიგება.
        სკოლაში, ჩვენ რაღაცას ვასწავლით მოსწავლეს ე.ი. ჩვენ განსაზღვრული მიმართულებით ვმოქმედებთ მის ძალებზე, ე.ი. ვაძლევთ საგანს ამ ძალებს და არა ისინი ირჩევენ ან ქმნიან მას თავისუფლად.
        როდესაც სკოლამდელი დაწესებულება თამაშის პრინციპზეა აგებული, ბუნებრივია სკოლა მოსწავლის პირველ წელსვე, პრობლემების ბარიერი ხდება. მასწავლებლის ძალების მოქმედება მოსწავლეზე იწვევს მოზარდის მკვეთრ ფსიქიკურ ცვლილებებს, რაც იწვევს სკოლისადმი ინტერესის ნაწილობრივ ბუნებრივ დაქვეითებას.
        ვფიქრობთ, უმჯობესია სკოლამდელ ასაკის (4-5 წელი) მოზარდებს მივაწოდოთ ისეთი მასალა, რომელიც მოვლენებისადმი მძაფრ ინტერესს აღძრავს, რომლის დაკმაყოფილება მოხდება სკოლაში თუ გადავჭრით ერთ მთავარ პრობლემას კითხვის ტექნიკას, ღისთვისაც ანბანის შესწავლაა მთავარი პირობა. თუ მოზარდს, ინტერესის სფეროთი მივაწვდით ყოველივე ამას, ვფიქრობთ სკოლის ყველაზე რთული პრობლემა (მოსწავლეების შეხედულებით), მოგვარდება სკოლამდელ დაწესებულებაში.
        დღეს გამძაფრებულია მოზარდების შინაგანი ინსტიქტი და ინტერესი კომპიუტერისადმი და თამაშის პრინციპზე აგებული ანბანის ელექტრონული ვერსიის მიწოდება მათთვის თამაში-სწავლის პრინციპად აღიქმება, რითაც მოგვარდება კითხვის ტექნიკის (I-II ეტაპი) პრობლემა სკოლამდელ დაწესებულებაში. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს სასკოლო ცხოვრების პირველი საფეხურის მარტივად წარმართვის პროცესს და გააძლიერებს სწავლებისა და სწავლის პრინციპებისადმი ინტერესს.
        მოზარდის მეტყველების ფუნქციონალური ტენდენციის დაკმაყოფილება შეუძლებელია, თუ მას გარედან არ მივცემთ საგანს ე.ი. რომელიმე გარკვეული საგნის მასალას, ჩვენს შემთხვევაში ვაძლევთ ანბანს და სწავლა სწორედ ამ გარედან მოწოდებული საგნის მასალის ნიადაგზე, სამეტყველო ფუნქციათა ამოქმედებაში მდგომარეობს.
        4-5 წლამდე, სწავლება სწავლის პრინციპები ბავშვის ნატურალური განვითარების პროცესში უმნიშვნელოდ უნდა ჩავრთოთ, რათა გამოიკვეთოს მოზარდის გენეტიკური, ბიოლოგიური შესაძლებლობები. ანბანის ელექტრონული ვერსია საშუალებას მისცემს მარტივი, მექანიკური მანიპულირებით (თამაში-სწავლა), მოზარდმა თვითონ შესძლოს თავისი შესაძლებლობების ანალიზი და კონტროლი. ყოველივე ეს საშუალებას მისცემს მას, დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევების დახვეწის, სასკოლო სირთულეების მოხსნის და რაც ყველაზე მთავარია დაეხმარება მას სწავლის, სწავლების (ვისწავლოთ სწავლა) მეთოდის თავისეულ კონცეფციის ჩამოყალიბების საქმეში. ყოველივე ეს ახლოს იქნება მოზარდის ნატურალური განვითარების პროცესთან, რადგან ანბანის ელექტრონულ ვერსიას არ აქვს დანართი ანბანის სწავლების მეთოდიკის სახით, მომხმარებელს ეძლევა თავისუფლება ანბანის შესწავლა წარმართოს ინდივიდუალური შესაძებლობისამებრ, ამ მეთოდით არ მოხდება ბავშვის გარკვეულ ჩარჩოში ჩასმა, რაც ბუნებრივად მისცემს მას კვლევის უნარ-ჩვევების გამომუშავების საშუალებას.
        ბავშვის ნატურალურ განვითარებას ხელს შეუწყობს აგრეთვე ბავშვის იმ ენაზე ამეტყველება, რომელ ქვეყანაშიც ცხოვრობს, რაც ბუნებრივად შეუწყობს ხელს ანბანის შესწავლის ბუნებრივ პროცესს.
       ჟან-ჟაკ რუსო და საზოგადოდ ე.წ. თავისუფალი სკოლის მომხრენი სწავლებისა და თამაშის იდეას ემყარებოდნენ.
        დღევანდელი სკოლისა და განათლების რეფორმის წარმატების საიდუმლოებაა:
• განათლების თავისუფლება
• რეფორმის ხედვის ალტერნატიული ვარიანტი
• სკოლების ავტონომია
• გამოკითხვის ვარიაციული მეთოდი
• მრავალკომპონენტიანი შეფასება
• ალტერნატიული სახელმძღვანელოები
და ის ,,საფირმო საიდუმლოებები”, რომელსაც ყველა სკოლა ინახავს წარმატებისათვის.
        ჩემი აზრით, ეს ის მცირე ჩამონათვალია რომლითაც უნდა მოხდეს განათლების ახალ სტანდარტებზე წარმატებულად გადასვლა, წარმატებისთვის კი ვფიქრობ ცენტრალური ადგილი &n უკავია.
       სწორედ სწავლების ერთ-ერთი მეთოდია ანბანის ელექტრონული ვერსია, რომელიც 4-5 წლის ბავშვებში შემოდის თამაში-სწავლის პრინციპით, რითაც მოსწავლეს ეხსნება სკოლისთვის ყველაზე რთული- კითხვის ტექნიკის პრობლმა.
       კარგად კითხულობ? ესე იგი კარგად აზროვნებ და კარგად მეტყველებ!

   ანბანი მოიცავს ექვს აქტივიბას:
 ანბანი - 1 სლაიდი;
 ანბანი - 2 ანბანზე მუშაობა;
 გასაფერადებელს;
 ფერად ანბანს;
 ანბანის ასოებს;
 ,,ასაწყობი” - ცხოველების აწყობა.

   1. ანბანი - სლაიდი
 გვეხმარება ანბანის უკეთ შესწავლაში.

    2. ანბანი - 2 ანბანზე მუშაობა.
 საჭიროა კომპიუტერთან მუშაობის ელემენტარული უნარ-ჩვევები;
 მონიტორის მარცხენა დაბლა კუთხეში არსებული პიქტოგრამების
მანიპულირებით შესაძლებელია ანბანის შესწავლა.

   პიქტოგრამები

 მარჯვენა ისრით გამოდის გამოსახულება
 მარცხენა ისრით ქრება გამოსახულება
კუბის დახმარებით საშუალება გვეძლევა, შევწყვიტოთ მუშაობა ან ვიმუშაოთ არა ანბანის თანმიმდევრობით, არამედ თქვენი სურვილისამებრ ანბანის ნებისმიერ ასოზე და სხვ.

   3. გასაფერადებელი

 შესვენება მეცადინეობით;
 გაფერადებისას ,,დახარჯული” დრო ხმარდება ანბანის შესწავლას;
 გაფერადება შეიძლება კომპიუტერის საშუალებით;
 შესძლებელია ნებისმიერი ასო ნახატით გამოიბეჭდოს და გაფერადდეს ფურცელზე;
 ნახატი მარტივადაა შესრულებული, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გადაიხატოს და მის მიერ დახატული ცხოველის გაფერადებაზეც იმუშაოს.

      

   4. ფერადი ანბანი

 მომხმარებელს თვითშეფასების საშუალება ეძლევა (რამდენი ასო და რამდენი ცხოველის სახელი იცის);
 ფერადი ანბანი შესაძლებელია ამოიბეჭდოს, გაუკეთდეს ლამინირება და გამოყენებული იქნეს, კომპიუტერისაგან დამოუკიდებლად, ქართულ ანბანზე სამუშაოდ და თვალსაჩინოებისათვის.

      

   5. ანბანის ასოები

 მომხმარებელს, პიქტოგრამების დახმარებით, შეუძლია შეამოწმოს ათვისებული ანბანი;
 არცოდნის შემთხვევაში, კვლავ ივარჯიშოს;
 შეუძლია ამობეჭდოს და ნებისმიერ ასოს გაუკეთოს ლამინირება;
 ლამინირებული ასოებით ივარჯიშოს იმ ცხოველების სახელების აწყობაში, რომელიც ქართულ ანბანის ელექტრონულ ვერსიაშია.

       

   6. ,,ასაწყობი” - ცხოველების აწყობა

 სწრაფად აზროვნების განვითარება;
 თამაში-სწავლის პრინციპის ჩამოყალიბება
 ,, დავეხმაროთ ადამიანს აღმოაჩინოს თავის თავში ის, რაც მასში უკვეა ჩადებული”.

   ანბანის შესწავლის ახალი ტექნოლოგია საშუალებას მოგვცემს ბავშვის აღზრდა მიახლოებული იქნეს ბავშვის ბუნებრივ განვითარებასთან, იგი თვითონ ირჩევს აქტივობებს, რომელიც ხელს შეუწყობს აღმოაჩინოს თავის თავში ცხოვრების მთავარი პრინციპი - მე ვარ მე.


 სკოლამდელებში დაიწყება კვლევითი უნარ_ჩვევების აღზრდის ელემენტების ფორმირება, ბუნებრივად მოხდება სკოლამდელთა დამოუკიდებლად მუშაობის, ლიდერობის პრინციპების ჩამოყალიბება, და სხვა.  ალტერნატიული აზროვნების ჩამოყალიბება.

1. კომპიუტერი
2. ტრადიციული მეთოდი

 ანბანის შესწავლის რამოდენიმე ვარიანტს ვთავაზობთ თამაში-სწავლის პრინციპით:
1. კომპიუტერი (ორი ვარიანტი)
2. ასოებით სიტყვების აწყობა
3. გაფერადება ანბანის მიხედვით ფურცლებზე
4. გაფერადება კომპიუტერში
5. ანბანის მიხედვით ,,ასაწყობი”ცხოველების აწყობა (step puzzle)
6. ასოები ნახატებით: თვალსაჩინოება, ფანტაზიის უნარის განვითარება, სიახლის ხედვა და სხვა.
7. 5 წლის ასაკიდან დაეუფლებიან ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის ელემენტარულ უნარ-ჩვევებს.


       ქართული ანბანის ელექტრონულ ვერსიას გავლილი აქვს პილოტირება ქ. გორის სკოლა ,,ინტელექტსა” (წინა საანბანო პერიოდი) და მარნეულის რაიონის სოფელ ჯანდარის საშუალო სკოლაში.
      საავტორო უფლება. ინტელექტუალური საკუთრების ერევნული ცენტრის საქპატენტის მოწმობა.

განათლების ახალი ტექნოლოგია რომლითაც შესაძლებელია ქართული ანბანის შესწავლა გვაძლევს საშუალებას ანალოგიური დამზადდეს და გამოყენებული იქნას ინგლისურის, გერმანულის, ესპანურის და აშ. ენების შესასწავლადაც.

გამოყენებული ლიტერატურა
ი. გოგებაშვილი დედა ენა

ლ. ბაიაძე საავტორო უფლება. ინტელექტუალური საკუთრების
                   ეროვნული ცენტრის საქპატენტის მოწმობა NN 2310
დ. უზნაძე 2003 ბავშვის ფსიქოლოგია, სასკოლო ასაკის
                    ფსიქოლოგია, დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, თბილისი.
ლ. ჩიკვაიძე პედაგოგიკის საკითხები უფროსების განათლებაში       
                   (სალექციო კურსი) 2004.
www.psycology.com
www.si.edu.ge



რეზიუმე

       ანბანის ელექტრონული ვერსია საშუალებას გვაძლევს, ანბანის შესწავლის ახალი ტექნოლოგიით შევასწავლოთ ანბანი:

• საქართველოს, სკოლამდელი ასაკის ბავშვებს;
• უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, შვილებისა და შვილიშვილებისათვის;
• საქართველოს არაქართულენოვან მოსახლეობას;
   რომლის საშუალებითაც ხდება:

• ქართული ანბანის სწრაფად შესწავლა;
• დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევების დახვეწა;
• კრეატიული აღზრდა;
• ხელის წვრილი კუნთების განვითარება (რომელიც აუცილებელია წერითი მუშაობისათვის);
• ალტერნატიული აზროვნების ჩამოყალიბება (კომპიუტერი, ტრადიციული მეთოდი);
• ფანტაზიის უნარის განვითარება (ხატვა, ფერები, და სხვა.);
• კომპიუტერთან მუშაობის ელემენტარული უნარ-ჩვევების დაუფლება;
• ნებისყოფის გამომუშავება (ძალდატანების გარეშე ხდება, მისთვის საყვარელი ხატვის თუ კომპიუტერის   ელემენტებით ქართული ანბანის შესწავლა);
• თვალის კუნთების ვარჯიში და სხვა.

Resume

       The electronic version of the alphabet gives us an opportunity to teach the alphabet with the help of new technologies to:

• Georgian Pre-school aged children:
• Georgian children and grandchildren living abroad
• Non-native Georgian population
  Which provides:

• Studying the Georgian alphabet rapidly
• Improving of ability of working independently
• Creative education
• Improving small muscles of the hand (that’s important to write)
• Forming alternative thought (computer, traditional method)
• Improving imagination (painting, colors)
• Learning elements of working the computer
• Making their will (to study the Georgian alphabet by means of elements of painting and computer, of their own free will)
• Exercising eye muscles and etc.



   Резюмэ

       Электронная версия букваря даёт возможность обучить букварь новой технологией обучения букваря:

• детям дошкольного возраста Грузии;
• грузинам, живушим за границей, для детей и внуков;
• негрузинскоязычному населению Грузии,

         при помоши которой происходят:

• быстрое изучение грузинского букваря;
• улучшение способности самостоятельной работы,
• креативное воспитание;
• развитие мышц кисти руки (которое обязательно при письменных работах);
• Выработка альтернативного мышления (компьютер, традиционный метод);
• развитие способности фантазии (рисование, цвета и др.);
• обучение элементарным способностям работы с компьютером;
• развитие воли (происходит обучение букварю при помощи рисования или компьютерными элементами без нажима);
• тренировка глазных мышц и др.

                                                   ლალი ბაიაძე
                              ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოც/პროფესორი
შესვლა

3,417,386 ვიზიტი