მთავაი · სტატიები · ფორუმი · English Version 18/12/2017 12:52

მენიუ
მთავაი
კონცეფცია
კათედრები
სტატიები
ფორუმი
კონტაქტი
გალერეა
შემოქმედება
განათლების ახალი ტექნოლოგიები
bs-i.net პროექტის პრეზენტაცია
effe - www.effe-eu.org

გაკვეთილების ცხრილი
შეიტანეთ კლასის იდენტიფიკატორი


მოსწავლის მოსწრება
შეიტანეთ კოდი


უკანასკნელი 10 სურათი
ფცქიალაძე საბა. IV კლასი.

მელითაური დემნა. IV კლასი.

ჩერქეზიშვილი მარი. III კლასი.

ფცქიალაძე საბა. IV კლასი.

წიკლაური თამუნა. III კლასი.

ყველაშვილი ციკო. VI კლასი.

მინდიაშვილი ელენე. I კლასი.

ორაშვილი მარი. I კლასი.

ბარიშვილი მარი. VI კლასი.

ყველაშვილი ციკო. VI კლასი.

მომხმარებლები საიტზე
სტუმრები საიტზე: 4
არ არის წევრი საიტზე

რეგისტრირებული წევრები: 65,535
ახალი წევრი: Siiwakynq

შემოქმედება
                                                                                მე რომ ვიყო მზე

    სიყვარული თვით მზეა, იგი გვათბობს და გვაბრწყინებს. მე რომ მზე ვიყო, ალბათ ყველაზე ლამაზი ვიქნებოდი. დილით ადრე მივესალმებოდი ყოჩაღ ბავშვებს, ზარმაცებს კი გავაღვიძებდი და სკოლისაკენ დავაჩქარებდი. ჩემი დარით მხიარულებას და დოვლათს მოვუტანდი, სიყვარულს ვაჩუქებდი.
    მე რომ მზე ვიყო, გავათბობდი ისეთ ადგილებს, სადაც სითბო არ არის და ზამთარს არ მოვიყვანდი, როგორც ეკვატორზეა და წყურვილით ჰკლავს ხალხს. მე მოვიყვანდი ჟუჟუნა წვიმას, ბედნიერი ხალხის ყურებით, ცისარტყელის უკან დავიმალებოდი. საქართველოს ცაზე მუდამ მშვიდობის ცისარტყელას ავაშვიდფეროვნებდი და ხალხის სიხარულით გახარებული და გაბრწყინებული კიდევ უფრო მეტ სითბოს მოვფენდი არემარეს.
  მართალია მზე ვერ ვიქნები, მაგრამ ვეცდები მას მივბაძო, სიყვარული ხომ შემიძლია. გავათბობ ჩემი მეგობრების და ოჯახისწევრების გულებს, მომავალში ჩემი ცოდნით გავანათლო ადამიანები, ირგვლივ სიკეთე და სითბო ვაფრქვიო.

                                                                                                                ნატალი ბალახაძე. VI - კლასი.


                                                                    თევზის სიყვარული

    ნებისმიერ კეთილ ადამიანს რომ ჰკითხო, ყველა გეტყვის, რომ ქვეყანაზე მთავარია სიყვარული. თითოეულ ადამიანს ჰყავს თავისი საყვარელი: ადამიანი, ცხოველი, ან თუნდაც ნებისმიერი ნივთი, რომლის მიმართაც სიყვარული გააჩნია.
    მეც მყავდა ძალიან ბევრი და ლამაზი თევზები, რომლებიც ძალიან მიყვარდა. მე მათ განსაკუთრებულად ვუვლიდი, ჩემი ხელით ვაჭმევდი საჭმელს.
    ერთხელ, სოფელში წავედით. მეშინოდა თევზები შიმშილით არ დახოცილიყვნენ. ქილაში ჩავასხით წყალი და შიგ თერმომეტრი, გამათბობელი და ჟანგბადი ჩავდეთ. ისინი ნელ-ნელა დამეხოცნენ, რადგან სივიწროვეში ჰაერი არ ეყოთ.
    ყველაზე ძალიან ორი თევზი დამენანა. ერთი რომელიც სულ პირველი მოკვდა, მისი სახელი ლოქო იყო. მეორე კი სტაფილოსფერი თევზი, რომელსაც ქვირითი უნდა დაეყარა. მე იმის მერე თევზები არ მყოლია, რადგან მათ სიყვარულს ვერცერთი თევზი ვერ შემიცვლის. მე ხომ ისინი ძალიან მიყვარდა. სიყვარული ერთგულებაა. მე იმ თევზების ერთგული დავრჩი ბოლომდე.

                                                                                                                ბარიშვილი მარი. V - კლასი.


                                                                                სიყვარული

                                    სიყვარული ის არის,
                                    რაც ერთხელ ჩნდება და აღარ ქრება,
                                    ის გულში რჩება და აღარ კვდება,
                                    ის შენ გახსენებს,
                                    რომ შენი სიცოცხლე ფუჭი არ არის,
                                    და უნდა იცოცხლო შენ მასთან ერთად
                                    აწ და მარადის!
                                                                                                                ბარბაქაძე ანი. VI - კლასი.


                                                                                სიყვარული ყველას შეუძლია

    სიყვარული ეს ენით აღუწერელი გრძნობაა, რომელიც ქარბორბალასავით დასტრიალებს მთელ სამყაროს. სიყვარული ეს ის განუკურნებელი სენია, რომლისთვისაც დიაგნოზის დასმა შეუძლებელია. როდესაც გიყვარდება ვინმე სიყვარულის ისარი გეძგერება ხოლმე ისე ძლიერ გულში, რომ მისგან გათავისუფლება ძალიან ძნელია, გონება გებინდება და სიყვარულის ,,ობიექტის’’ გარდა ვერავიზე და ვერაფერზე ფიქრობ.
   რამდენჯერმე დავუსვი საკუთარ თავს კითხვა: ,,განა სიყვარული ყველას შეუძლია?’’ ამისათვის რამდენიმე დაკვირვება ჩავატარე, რაც გალაქტიონის სიტყვებმაც დამიდასტურა: ,,უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე, სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება სასიხარულოდ...’’ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ სიყვარული არამარტო ყველას არამედ ყველაფერსაც შეუძლია. რამდენიმე სასიყვარულო ისტორიაზეც გიამბობთ:
    ღრუბელს უყვარდა ძალიან უყვარდა, ოღონდ ვერ გაეგო ცა თუ ზღვა.
    ჩაიდანი იწვოდა, იწვოდა და ყვიროდა სიყვარულისაგან.
    ჩაქუჩი ისე მაგრად ეკრობოდა ლურსმანს, ისე მაგრად, რომ ეს უკანასკნელი ლამის კედელზე მიაჭყლიტა, თან ეუბნებოდა, რომ ასეთი ვნებიანი კოცნა მხოლოდ ჩაქუჩებმა იცოდნენ.
    კალამი ისე მაგრად ეხუტებოდა ფურცელს, რომ თითქოს მასთან განშორება არ სურსო.
    თეთრებში შემოსილი კავკასიონის მყინვარი ჯვარს იწერდა უკიდეგანო, ბუმბერაზ ცაზე და ისინი ერთმანეთს უსასრულო, უკიდეგანო სიყვარულს და ერთგულებას ეფიცებოდნენ.
    აი, ხომ ხედავთ, რომ სიყვარული ყველას და ყველაფერს შეუძლია. გვიყვარდეს ერთმანეთი, პატივი ვცეთ ერთმანეთს და მხოლოდ სიყვარულით და სიკეთით ვეცადოთ გავიკაფოთ ცხოვრების რთული გზა. სიყვარული ხომ დასაბამია ნათელი მომავლისა.

                                                                                                                კაპანაძე მარიამი. X - კლასი.

შესვლა

3,417,354 ვიზიტი